რეგიონი
განათლების მინისტრი ჯვარის პროფესიულ კოლეჯში
წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარში იმყოფებოდა დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. ის პროფესიულ კოლეჯ „ლაკადაში” პედაგოგებს შეხვდა და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“პროფესიული კოლეჯები არის ცენტრალური პრიორიტეტი ჩვენი განათლების რეფორმის. მოგეხსენებათ, რომ ასობით ათასი სამუშაო ადგილი იქმნება, რომელიც პროფესიული ბუნებისაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ახალგაზრდობა უფრო მეტად დაინტერესდეს პროფესიული განათლებით და ჩევნს კოლეჯებს მეტი საშუალება ჰქონდეთ ხარისხიანი განათლება გასცენ“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

სასწავლებლის ძველ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და პრაქტიკული სასწავლო ინვენტარით აღიჭურვა, ამასთან, სასწავლებელი ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის, შენობას აქვს ლიფტი.


Print