რეგიონი
მშვიდობა ქალების პროზაში და მის მიღმა - საჯარო ლექცია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის არტ-გალერეაში სალომე ადამიას საჯარო ლექცია ,,მშვიდობა ქალების პროზაში და მის მიღმა’’ გაიმართა. ადამიამ ბერტა ფონ ზუტნერის, შირინ ებადისა და მალალა იუსაფზაის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ სამ ავტორს გამბედაობა აერთიანებს.

,,იმ საზოგადოებისთვის, რომლის წინაშე ძალიან მწვავედ დგას მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხები, საჭიროა ამ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ამის შესახებ,''- აღნიშნა ადამიამ.

მწერალი ზვიად კვარაცხელია ამბობს, რომ ლექცია ეხებოდა იმ ავტორებს, რომლებიც საუბრობენ და წერენ იმ აქტუალურ საკითხებზე, რომელიც დღეს ჩვენს გარშემოა, პრობლემებზე ჩვენს რეგიონში თუ სხვაგან. 

ლექცია გამომცემლობა ,,ინტელექტის'' მხარდაჭერით ჩატარდა.

Print