რეგიონი
დგებუაძის ქუჩაზე საწყობები იწვის (ვიდეო - ფოტო)
ზუგდიდში გაეროს შტაბის ყოფილ ცენტრალურ ოფისში, სადაც ახლა სხვადასხვა საწყობია განთავსებული, ხანძარია. თვითმხილველების ინფორმაციით, ჯერჯერობით, უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი და არის თუ არა შენობაში ვინმე.

„აფეთქების ხმა იყო...ბეტონის კედლები დაანგრია და ცეცხლი უკიდია, ვერ გეტყვით, აფეთქება რამ გამოიწვია. დახურულ სივრცეში ცეცხლის დიდმა მასამ თუ რამე აფეთქდა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე მანქანაა მისული. ამ დროისთვის ისინი ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.







Print