რეგიონი
აფხაზეთში გალის მკვიდრი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე სოხუმის სასამართლომ გალის მკვიდრის, 1963 წელს დაბადებული, ანატოლი შამუგიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომელიც 5-დან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას და 100 - დან 150 ათას რუბლამდე ჯარიმას ითავლისწინებს.

აფხაზმა სამართალდამცავებმა ავტომობილში ВАЗ-2107, რომელსაც დაკავებული მართავდა, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ აღმოაჩინეს. აფხაზური მედიის ცნობით, ასევე, დადგინდა, რომ შამუგია, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

სოხუმის სასამართლომ, ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო მოხმარების ბრალდებით, მას ადმნისტრაციული სასჯელი დააკისრა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსჯა.

Print