რეგიონი
წალენჯიხაში ჩაის კრეფა დაიწყო
წალენჯიხაში მდებარე ჩაის პლანტაციებში კრეფის პროცესი დაიწყო. სამუშაოებს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ჩაის მწარმოებელი კომპანიის „ჭეძანის რანრანის ბიოტექნოლოგიური კომპანიის“ ხელმძვანელთან და ჩინელი ინვესტორების პარტნიორი კომპანია „ლაზის“ დირექტორ გონერ სალიასთან ერთად დაესწრო.

სახელმწიფო რწმუნებულმა ინვესტორებს რეგიონით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. უცხოელმა ინვესტორებმა პირველი ეტაპის ინვესტიცია კომპანია „ლაზში“ უკვე განახორციელეს და თანამშრომლობა სამომავლოდაც გეგმავენ.

ქართულ-ჩინურ საწარმოში მწვანე და შავი ჩაის წარმოება ჩინური ტექნოლოგიით ხდება. ამჟამად ჩაის კრეფის პროცესში 150-მდე ადგილობრივია დასაქმებული. კომპანია „ლაზი“ ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს. წალენჯიხაში წარმოებული ქართული ბიო ჩაი ჩინურ ბაზარზე უკვე იყიდება.




Print