რეგიონი
პრეზიდენტი ფაიფურის დასახლებაში ადგილობრივებს გაესაუბრა
გიორგი მარგველაშვილი დღეს დილით ე.წ. ფაიფურის დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც ომის ვეტერანს შეხვდა. სადარბაზოდან გამოსვლისას მას ადგილობრივი მოსახლეობა დახვდა და საკუთარ პრობლემებზე ესაუბრა. მათი თქმით, დასახლებაში კანალიზაციის სისტემის გაუმართაობა და გადათხრილი გზები აწუხებთ, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ადგილობრივებს განუმარტა, რომ ამის მიზეზი 24 საათიანი წყალმომარაგების სისტემის გაყვანილობის სამუშაოებია.

პრეზიდენტი მათ დაჰპირდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობას აღნიშნულ პრობლემას მოუგვარებს.
ამ წუთებში მარგველაშვილი შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებს ხვდება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში პრეზიდენტმა ომის ვეტერანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
Print