რეგიონი
NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, სამხედრო სამსახურში მხოლოდ კაცები უნდა მსახურობდნენ
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 64 % მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური სავალდებულო მხოლოდ კაცებისთვის უნდა იყოს.

18% თვლის, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური კაცებისთვისაც და ქალქებისთვისაც უნდა იყოს სავალდებულო, 16% კი აცხადებს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური საერთოდ არ უნდა იყოს სავალდებულო.

მოსაზრებას, რომ საქართველოში სამხედრო კარიერას ირჩევენ, რადგან ჯარისკაცებს სტაბილური შემოსავალი აქვთ, გამოკითხულთა 88% ეთანხმება, 7% კი ამას უარჰყოფს.

77% -ის აზრით, საქართველოში ხალხი სამხედრო კარიერას იმიტომ ირჩევს, რომ მათ სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ, 16% ამ ეფასებას არ ეთანხმება.

გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ სამხედრო კარიერას იმისთვის ირჩევენ, რომ მათ საკუთარი ქვეყნის დაცვა უნდათ, 31% კი აღნიშნულს არ ეთანხმება.

გამოკითხულთა 57% სამხედრო კარიერის არჩევის საფუძვლად ასახელებს იმას, რომ მათ მოსწონთ სამხედრო სფერო, 32% კი ამას უარჰყოფს.

გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ სამხედრო კარიერას საქართველოში ირჩევენ, რადგან სამხედრო სამსახური პრესტიჟულია, 41% კი ფიქრობს, რომ ასე არ არის.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 48 % საბჭოთა კავშირის დაშლას „კარგ მოვლენად“, 42 % კი „ცუდ მოვლენად“ აფასებს. რაც შეეხება რუსული პროპაგანდის შესახებ დასმულ კითხვას, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსული პროპაგანდა ქართულენოვანი სატელევიზიო არხების საშუალებით ვრცელდება.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-დან 28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა.

საშუალო ცდომილების ზღვარი+/-2,7%-ია.

ამავე თემაზე:

NDI: გამოკითხულთა 63 %-ის აზრით, საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია


Print