რეგიონი
დღეს თამარობაა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 მაისს წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. თამარ მეფე ქართულ სახელმწიფოს XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მართავდა. მისი მეფობის წლებში საქართველო იმჟამინდელ მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთ ძლევამოსილ სახელმწიფოს წარმოადგენდა. თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.

Print