რეგიონი
NDI: 38% ფიქრობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას
NDI-ის კვლევის მიხედვით, ყოველ მესამე გამოკითხულზე მეტი (38%) ფიქრობს, რომ მის შეხედულებებთან არცერთი პარტია არ არის ახლოს. გამოკითხულთა 29% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს ქართული ოცნებაა, 10% კი ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს. გამოკითხულთა 4%-ს პასუხი არ აქვს. გამოკითხულთა ამდენივე წილი ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს პატრიოტთა ალიანსია. 3-3 პროცენტი ლეიბორისტულ პარტიას ასახელებს ან უარს ამბობს პასუხის გაცემაზე, 8% კი სხვადასხვა პარტიას ასახელებს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-დან 28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი+/-2,7%-ია.

Print