რეგიონი
თეა ქარდავა: მაფრთხილებენ კრიტიკული განცხადებებისგან თავი შევიკავო (ვიდეო)
„საქართველოს წითელი ჯვრის“ მოხალისე თეა ქარდავას სოცილურ ქსელ facebook-ის მეშვეობით აფრთხილებენ. ამის შესახებ მან დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაამრთულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, მას ვინმე ბ. ლ. , როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლი გაეცნო და ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით კრიტიკული განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩია.

რამდენიმე კვირის წინ ვინმე ბ.ლ. - მ „ფეისბუქზე“, რომელსაც პროფილის ფოტო სუს-ის ლოგო ჰქონდა, მომწერა და გამაფრთხილა, რომ თუ კრიტკიკულ განცხადებებს არ მოვეშვებოდი, ყველაფერს დავკარგავდი. მეუბნება, რომ არ შევეხო ადგილობრივ მთავრობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მაფრთხილებს, რომ დავკარგავ სახლს, ჩამსვამენ ციხეში და გამატყავებენ. შვილის გარდა არაფერი მყავს და როგორც დედას, მეშინია გარეთ გასვლის“ - თქვა მან.

ქარდავა აღნიშნულს მისი მხრიდან მთავრობის მამხილებელი განცხადებების გაკეთებას უკავშირებს. ის შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, გამოიძიონ ეს ფაქტი და გამოაშკარავდეს ის პიროვნება, ვინც მას სოციალური ქსელის მეშვეობით წერს.


Print