ახალი ამბები
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-საჯარო განხილვა მესტიაშიც გაიმართება
საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დამატებით 10 ქალაქში ჩატარდება. ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"გეგმა არის შემდეგი - გაგრძელდება რეგიონებში განხილვები, ეს შედგება 10 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. სხვადასხვა კრიტერიუმით არის შერჩეული ეს მუნიციპალიტეტები სხვადასხვა რეგიონიდან. ასევე, თბილისში გაიმართება 10 შეხვედრა რაიონების მიხედვით",- აღნიშნა კობახიძემ.

აღნიშნული გეგმის მიხედვით, ცვლილებების განხილვა შემდეგ ქალაქებში გაიმართება: ზესტაფონი, სიღნაღი, ხულო, მარნეული, ახალქალაქი, ოზურგეთი, ფოთი, ყაზბეგი მესტია, თბილისი.

Print