რეგიონი
ოჯახის სიმტკიცის დღეს ზუგდიდშიც აღნიშნავენ
ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში მსვლელობა გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მერია ავრცელებს. მსვლელობა ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიიდან 13:00 საათზე დაიწყება და ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარში დასრულდება.

19 საათზე კი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში კონცერტი გაიმართება. ამ დღესთან დაკავშირებით აქციები საქართველოს სხვადსახვა ქალაქშიც იგეგმება.



Print