რეგიონი
ფოთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
ქალაქ ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსად მაცი ხვიტია დაინიშნა. ამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, მინისტრმა მის დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერა. ხვიტია უფლება-მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

ცნობისათვის, ხვიტია შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანმდებობას იკავებდა. იყო ზუგდიდის საპატრულო პოლიციის უფროსი, მანამდე, კი ის ფოთში ოცმეთაურად მუშაობდა.

Print