რეგიონი
წალენჯიხის გამგებლის მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს
წალენჯიხის გამგებლის ორივე მოადგილე გიორგი ლუკავა და თენგიზ ფიფია დაკავებული თანამდებობებიდან გადადგნენ. მათ პოსტის დატოვების შესახებ განცხადებები დღეს დაწერეს.

გიორგი ლუკავამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და ეს რამდენიმე დღის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდება.

ჩხოროწყუს რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიაში მონაწილე ერთ-ერთ ავტომობილში სწორედ გიორგი ლუკავა და თენგიზ ფიფია ისხდნენ. ლუკავა ამ დროისთვის ქუთაისის საავადმყოფოში იმყოფება, ხოლო ფიფია მკურნალობას სახლში განაგრძობს.

Print