რეგიონი
აფხაზეთში რუსი მშვიდობისმყოფელების მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
დე ფაქტო აფხაზეთის მილიციის თანამშროლებმა ადგილობრივი მცხოვრები გენადი ბლაბბა დააკავეს, რომელსაც 2007 წელს ორი რუსი მშვიდობისმყოფელის მკვლელობისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მამაკაცმა 2014 წელს გაქცევა მოახერხა და მას შემდეგ მასზე ძებნა იყო გამოცხადებული, ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრმა ასლან კობახიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დამნაშავე 17 მაისს გუდაუთის რაიონის სოფელ დურიფშში დააკავეს.

2006 წელს გენადი ბლაბბა თავს დაესხა ავტომობილს, რომელსაც რუსი მშვიდობისმყოფელებისთვის ხელფასი გადაჰქონდა, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. აფხაზური მედიის ცნობით, ბლაბბა დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება. საქმის დანარჩენ სამ ფიგურანტს ხანგრძლივი ვადით (12-14 წელი) პატიმრობა მიესაჯა და ამჟამად ისინი სასჯელს იხდიან.

Print