ზუგდიდის საკრებულომ თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხი შეძახილებისა და ხმაურის ფონზე დაამტკიცა
15:36 / 19.05.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თვითმმართველი ქალაქისა და თემის
გაერთიანება 23 ხმით 2-ის წინააღმდეგ
დაამტკიცა. სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.
თემისა და ქალაქის დამტკიცების წინააღმდეგ არასამთავრობო
ორგანიზაციები გამოვიდნენ. ისინი დეპუტატებს მოუწოდებდნენ მხარი არ
დაეჭირათ აღნიშნული საკითხისთვის.
საზოგადოებრივ ორგანიზაციებს თან შემდეგი შინაარსის ტრანსპარანტები
ჰქონდათ: "ძალა ერთობაშია", "მეტი დეცენტრალიზაცია" და სხვ .
"ნაციონალური მოძრაობის" 7-მა დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად
დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები