რეგიონი
ზუგდიდის მერიასთან მუნიციპალიტეტების შესაძლო გაერთიანებას აპროტესტებენ
ზუგდიდის თემისა და ქალაქის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით მერიის შენობის წინ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მათ შემდეგი შინაარსის ტრანსპარანტები უჭირავთ: "მთავრობა ცეცხლს ეთამაშება", "თვითმმართველობა ხალხს", "ზუგდიდი - ქალაქია", "დაიცავი შენი ქალაქი": და სხვ.

აქციას მოძრაობა "სამეგრელოს ხმის" ლიდერი თენგიზ ჯგუშია თანამოაზრეებთან ერთად მართავს. ადგილზე გამგებლის ყოფილი მოადგილე გიზო სართანიაც იმყოფება.

Print