რეგიონი
"ნაციონალური მოძრაობა" მუშებისთვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვს (ვიდეო)
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციაში ე.წ. ქვის ფილების საქმეზე ბრიფინგი გაიმართა. ქალაქის საკრებულოს დეპუტატი ანა წითლიძე ზუგდიდში ქვაფენილის დამგები მუშებისთვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასა და ამ თემასთან დაკავშირებული გამოძიების გასაჯაროებას ითხოვს. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ის მუშებთნ ერთად პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავს.

,,მივმართავ ყველა კომპეტენტურ ორგანოს, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებს, რომ გამოძიება გაასაჯაროვონ. ასევე, მივმართავ მერიას, კონკრეტულად მერს და ვიცე მერს, გია გულორდავას, რაც შეიძლება დროულად შეასრულონ ყველა ის ვალდებულება, რომელიც მათ ახლა აქვთ მუშებთან და გაისტუმრონ მათი დავალიანება," - აღნიშნა წითლიძემ.

ერთ-ერთი მუშის, გენო ლაშხიას თქმით, ამ ეტაპზე მუშების ნაწილს მცირედი თანხა გადაურიცხეს, ნაწილი კი კვლავ კუთვნილი ხელფასის გარეშეა დარჩენილი.

,,მეორე ეტაპზე ველოდით დარჩენილი ხელფასის მიღებას, ვიკითხეთ, თუ როდის იქნება ფული, მაგრამ არავინ არაფერს გვპასუხობს,"- აღნიშნა ლაშხიამ.

მერიაში ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთბენ.

ცნობისთვის, შპს- მ "ამი 2014" ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში ქვაფენილები გასულ წელს დააგო. ზუგდიდის მერიას კომპანიისთვის შესრულებული სამუშაოსთვის თანხა დარიცხული აქვს. "ამი 2014" - ის წარმომადგენლებთან რადიო "ათინათი" დაკავშირებას დღემდე ვერ ახერხებს.

Print