რეგიონი
ზუგდიდის საკრებულოში თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხის განხილვა დროებით ჩაიშალა
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, სადაც თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხის განხილვა მიმდინარეობდა, შესვენება გამოცხადდა. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზიამ ის დატოვა. შესვენების გამოცხადების მიზეზი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მოქალაქისთვის სიტყვის მიცემა გახდა, რაც სხვა დამსწრეებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, ნატალია შეროზიამ სიტყვის უფლება "ქართული ოცნების" მხარდამჭერს მისცა.

საკრებულოს სხდომას თხუთმეტივე წევრი, აქტიური მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან. სხდომაზე ასევე ომყოფებიან ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები''.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სხვადასხვა შიანაარსის ტრანსპარანტები უჭირავთ: ,,მეტი დეცენტრალიზაცია’’, ,,ნუ მოკლავთ თვითმართველობას,’’ ,,მოქალაქის ძალა თვითმართველობაშია’’, ,,ჩემი ზუგდიდი- ჩემი ქალაქია?!’’ და სხვ. დარბაზში დაცვის პოლიციის რამდენიმე თანამშრომელიც იმყოფება.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის საკრებულოში თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხის განხილვა დაიწყო

Print