რეგიონი
ზუგდიდის საკრებულომ თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხი ხმაურის ფონზე დაამტკიცა (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანების საკითხი 12 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. სხდომა ხმაურით დაიწყო და მის დასრულებამდე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი მხოლოდ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა არ დაუჭირეს.

საკითხის დამტკიცების შემდეგ საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები იმ დეპუტატებს დაუპირისპირდნენ, რომლებმაც აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირეს.

მანამდე სხდომა რამდენიმე წუთით შეჩერდა. ის საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია შეროზიამ დატოვა. შესვენების გამოცხადების მიზეზი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მოქალაქისთვის სიტყვის მიცემა გახდა, რაც სხვა დამსწრეებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, ნატალია შეროზიამ სიტყვის უფლება "ქართული ოცნების" მხარდამჭერს მისცა.

სხდომას საკრებულოს თხუთმეტივე წევრი, აქტიური მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე ასევე იმყოფებოდნენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები''. საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლებს სხვადასხვა შიანაარსის ტრანსპარანტები ეჭირათ: ,,მეტი დეცენტრალიზაცია’’, ,,ნუ მოკლავთ თვითმართველობას,’’ ,,მოქალაქის ძალა თვითმართველობაშია’’, ,,ზუგდიდი - ჩემი ქალაქია?!’’ და სხვ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საკრებულოში თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხის განხილვა დროებით ჩაიშალა

ზუგდიდის საკრებულოში თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხის განხილვა დაიწყო
Print