რეგიონი
"ენგურჰესი მსოფლიო დონის ატრაქცია" - პროექტზე კონკურსი გამოცხადდა
ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე შპს „ენგურის ტურისტულმა ცენტრმა“ ზონის პროექტირების სამუშაოების შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა.

გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, დაინტერესებული პირების წინადადებები 14-დან 19 ივნისის ჩათლით მიიღება. მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ 40 ათასი ლარს შეადგენს. თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე ფიზიკური სამუშაოები პროექტირების შემდეგ დაიწყება.

ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურა და განვითარების კონცეფცია გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცეს, მსოფლიოში არსებულ სიდიდით მეორე ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე, კაშხლის გამოყენებას სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებს მოიცავს.

გეგმა რეგიონის ინფრასტუქტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი 2015 წლის 4 სექტემბერს მიენიჭა.

Print