რეგიონი
26 მაისის ღონისძიებების განრიგი სამეგრელოში
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. რადიო ,,ათინათი’’ გთავაზობთ 26 მაისის სამეგრელო-ზემო სვანეთის ღონისძიებების განრიგს:

ქალაქი ზუგდიდი

10:00 - ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ილია ჭავჭავაძისა და სპირიდონ კედიას ძეგლების ყვავილებით შემკობა

10:00 – 18:00 - სამხედრო ტექნიკის გამოფენა - ზუგდიდის ცენტრალური მოედანი

10:00 -18:00 - გარემოს დაცვის სამინისტრო - „იზრუნე გარემოზე“, საბავშვო გასართობი სივრცე (კონცერტი,ორიგამების ნატვრის ხის ინსტალაცია, ყვავილებისა და ნერგების კუთხე, ხელოვნური შადრევანი) ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიმდებარე ტერიტორია

11:00 -15:00 - სპორტული ღონისძიებები (ტანვარჯიში, კრივი, ძიუ-დო, მაგიდის ჩოგბურთი, გრეხეთბოლი, ჭადრაკი, ნარდი) ცენტრალური ბულვარი

11:00 -13:00 - ასფალტზე ხატვა, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი, ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია

11:00 -14:00 - კონცერტი, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური მოედანი

12:00 - ველორბოლა, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი

12:00 - კლასიკური მუსიკის კონცერტი, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი

12:00-18:00 - ჯანდაცვის სამინისტრო - საინფორმაციო, სანახაობრივი ღონისძიებები (С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი, სიმულაციური სწავლება პირველად სამედიცინო დახმარებაში, გასართობი კუთხე სათამაშო-სამედიცინო აღჭურვილობით) ცენტრალური მოედანი

12:00 -14:00 - „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა, ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი

12:00 -15:00 - „ჩემი ვეფხისტყაოსანი“ ქალაქ ზუგდიდის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი, არტ გალერეის მიმდებარე ტერიტორია

13:00 -15:00 - ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი,კინოთეატრ „ატრიუმის“ წინ

17:00 - ზუგდიდელი მხატვრის ელენე ფიფიას გამოფენის გახსნა, არტ გალერეა.

21:00 - გალა-კონცერტი

ფოთი

09:00-17:00 - სამხედრო ტექნიკის გამოფენა რუსთაველის რკალზე

11:00 -კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა კოლხური კულტურის მუზეუმში

12:00 -ანდრია პირველწოდებულის ტაძრიდან საკათედრო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა

12:30-18:00 - ნიკო ნიკოლაძის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებების გახსნა

13:00 – 19:00 - განათლების სამინისტრო - პროფესიული სასწავლებლების კუთხე; თსუ-ს, ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიაუნის ბენდების კონცერტი
ცენტრალური პარკი:

12:00-18:00 - პროფესიული კოლეჯ „ფაზისის“ გამოფენა

12:00-18:00 - ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

12:00-18:00 - სახელოვნებო ცენტრის საჩვენებელი კუთხე

12:00-18:00 - კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ შშმ ბავშვთა „ დღის ცენტრი"-ს ნამუშევრების გამოფენა.

12:00-18:00 - საბავშვო სპექტაკლები ღია ცის ქვეშ

13:00-17:00 - სპორტული ღონისძიებები

13:00 - წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება

13:30 - კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით. (ცენტრალური პარკი).

19:00 - დასკვნითი კონცერტი. (ცენტრალური პარკი, რუსთაველის რკალი).

მარტვილი

11:00 – მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ბიუსტების გვირგვინებით შემკობა

11:00 – ადგილობრივ შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენა მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში

11:15 – დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გვირგვინით შემკობა ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე

11:30 – სხვადასხვა სპორტული აქტივობები ქ. მარტვილის ცენტრსა და სასპორტო სკოლის ეზოში.

12:00 –„ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

12:30 – 26 მაისისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო მარტვილის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში

13:00 – საფინალო შეხვედრები ფეხბურთში მარტვილის N2 საჯარო სკოლის მინი-სტადიონზე

14:00 – კონცერტი მარტვილის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

12:00 - მშვიდობის აქცია-პერფომანსი რუხის ხიდთან

11:00 - კულტურულ - სპორტული ღონისძიებები ყულიშკარის ადმინისტრაციული ერთეული

11:00-15:00 - მინი-სტადიონზე შეჯიბრება მინი-ფეხბურთში

11:00 – 18:00 - სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრი-კარატე, თავისუფალი ჭიდაობა, მძლეოსნობა, შაში, ჭადრაკი, ნარდი, ბადმინტონი

12:00- 17:00 - კონცერტი

სენაკი

10:00 - შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობებში

13:00 - ღონისძიება მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში

14:00 - კონცერტი მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის წინ

20:00 - საზეიმო კონცერტი ცენტრალურ მოედანზე

22 მაისიდან-26 მაისი - მინი საფეხბურთო ტურნირი გოგონათა შორის და ფეხბურთის ტურნირი ვაჟთა შორის

ჩხოროწყუ

10:00 - სპორტული ღონისძიებები: ტურნირები ფეხბურთში, ჩოგბურთსა და კარატეში

12:00 - კონცერტი ახუთში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში

13:00 - "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა ცენტრალურ პარკში

15:00 - მერაბ კოსტავას სახელობის სკვერის გახსნა სოფელ ახუთში

16:00 -ასფალტზე ხატვა

წალენჯიხა

12:00 - ეროვნული სამოსის ჩვენება გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე

12:00 კონცერტი ღია ცის ქვეშ

14:00 - „ჩვენ ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“, თვითმმართველობის სხდომათა დარბაზი

17:00 - ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, ქალაქ ჯვარის კულტურის სახლი

ხობი

13:00 - მუსიკალურ-თეატრალიზირებული კომპოზიცია „ჩვენ ვართ მომავალი საქართველოსი“, თეატრის წინამდებარე ტერიტორია

14:00 - კონცერტი მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში

16:00 - პირველობა ფეხბურთში თემებს შორის, ფინალური შეხვედრა

მესტია

სეტის მოედანი

12:00-18:00 - ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა

12:30-13:00 - ჩოხოსანთა მსვლელობა

12:30-18:00 სთ - შეჯიბრება ჭადრაკში და მკლავჭიდში

13:00-18:00 სთ - ფოლკლორული, საოჯახო ანსამბლების და ბენდის კონცერტი

აბაშა

12:00 სთ -კონცერტი აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში

Print