რეგიონი
სერგეენკო: C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებიც შეძლებენ (ვიდეო)
საქართველოს მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თნახმადაც C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამაში ჩართვის საშუალება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებსაც ექნებათ ნეიტრალური პასპორტების, ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების მეშვეობით. ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკომ ზუგდიდში დამოუკიდებლობისათვის მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

,, ეს გადაწყვეტილება ძალიან მნშვნელოვანია, რაც გაუზრდის მათ წვდომას ამ მართლაც სიცოცხლის შემანარჩუნებელ მკურნალობაზე. მე მოხარული ვარ, რომ დღეს და აქ ვაცხადებ ამის შესახებ,’’- აღნიშნა სერგეენკომ. 

ჯანდაცვის სამინისტროსა და ფარმაცევტულ კომპანია "გილეადს" შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდული, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, რომელთაც პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აქვთ C ჰეპატიტის პროგრამაში ჩაერთვებიან.

დღემდე, C ჰეპატიტის პროგრამაში დარეგისტრირებულია 38 000 -მდე ბენეფიციარი, მათ შორის მკურნალობაში ჩაერთო 37 500-ზე მეტი პაციენტი, მკურნალობის კურსი 29 000ზე მეტმა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98% შეადგენს.

Print