რეგიონი
ღამე მუზეუმში - ღონისძიებას დადიანების ისტორიული მუზეუმიც უერთდება
დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმი დღეს საღამოს 7-დან ღამის 2 საათამდე დამთვალიერებელს უფასოდ მიიღებს. მუზეუმი კულტურის სამინისტროს ინიციატივას შეუერთა, რომლის თანახმადაც საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა მუზეუმი სტუმრებს უფასოდ ეპატიჟება.






















ფოტო: საქართველოს მთავრობის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი

„ნებისმიერ მსურველს დღეს საღამოს უფასოდ შეუძლია დათვალიეროს მუზეუმი. კულტურის სამინისტროს ამ ინიციატივას სიამოვნებით შევუერთდით“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ.

ამ წუთებში დადიანების ისტორიულ სასახლეში ღონისძიება „აფხაზეთთან ახლო“ მიმდინარეობს, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილები ესწრებიან.


Print