რეგიონი
მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. აკადემიურმა საბჭომ ამ თანამდებობაზე მაია სოსელია აირჩია. რაც შეეხება ყოფილ რექტორს, თეონა ხუფენიას, მან პოსტი ვადის ამოწურვის შედეგად დატოვა.

„მე ორი ვადით ვიყავი არჩეული და მესამედ უკვე უფლება აღარ მქონდა, მიმეღო მონაწილეობა. უნივერსიტეტში კი პროექტორის სტატუსით ვრჩები“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ხუფენიამ.




თეონა ხუფენია


მაია სოსელია ასოცირებული პროფესორია. 2009 წლიდან ის ეკონომიკის დოქტორია, შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კი 2011 წლიდან მუშაობს.

შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პირველი რექტორი თეონა ხუფენია პოსტზე 2009 წელს აირჩიეს და ამ თანამდებობაზე 2017 წლის აპრილამდე მუშაობდა.


Print