რეგიონი
სოხუმი: ძველი პასპორტები 2018 წლის ბოლომდე უნდა შეიცვალოს
აფხაზეთის მოქალაქის შიდა პასპორტები 2019 წლის 1 იანვრამდე უნდა შეიცვალოს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე - პრემიერმა ბესლან ეშბამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ძველი ნიმუშის პასპორტებს არ გააჩნიათ დაცვის საიმედო მექანიზმები, რომლებიც ამ ტიპის დოკუმენტებს უნდა ქონდეთ. „ ძველი პასპორტები მფლობელებმა ისინი 2018 წლის ბოლომდე უნდა გამოცვალონ“, - აღნიშნა ეშბამ.

აფხაზური მედიის ცნობით რუსულმა „გოზნაკმა“ და დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა პასპორტების გაცემის და აღრიცხვის სისტემის დანერგვის პროცესი დაასრულეს“.

ახალი პასპორტების გაცემა სოხუმმა 2016 წლის მაისში დაიწყო.


Print