რეგიონი
ოჩამჩირის ნავსადგურში სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა იგეგმება
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზდენტმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ოჩამჩირის პორტი დაათავლიერა, სადაც ახალი ნავმისადგომი მოეწყო, წერს აფხაზური მედია.
სანაოსნო კომპანიის ხელმძღვანელმა დაურ არძინბამ განმარტა, რომ ნავმისადგომი ტვირთის ტყვარჩელიდან გადაზიდვას უზრუნველყოფს, ნაწილობრივ სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვაც ხორციელდება.

„მომავალში ნავსადგური ინერტული, ასევე გენერალური ტვირთების გადაზიდვას განახორციელებს. პერსპექტივაში - საკონტეინერო გადაზიდვებს. ამ დროისათვის ნავმისადგომის მექანიზაციის საკითხი განიხილება“, - თქვა არძინბამ.


Print