რეგიონი
სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული მ.ა. სარფში დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, თურქეთიდან უკანონოდ შემოტანილი 21 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.


Print