რეგიონი
ფესტივალ ,,ანაკლიობაში” ცნობილი ბრენდები მიიღებენ მონაწილეობას (ვიდეო)
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ Zrda-სა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, წელს პირველად ფესტივალი „ანაკლიობა“ გაიმართება.



ფოტო: გუბერბატორის პრესსამსახური

გუბერნატორის პრესსამსახურის ცნობით, ის GEM FEST-ის დაწყებამდე 2 დღით ადრე 12 ივლისს დაიწყება და 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. „ანაკლიობაზე“ საქართველოში მოქმედი წარმატებული ბრენდები და ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებლები საკუთარ პროდუქციას გაყიდიან. გარდა ამისა, ბიზნეს ფესტივალში მონაწილე კომპანიებს სპეციალურ პავილიონებში დარჩენა და საკუთარი ბიზნეს აქტივობების განხორციელება GEM FEST-ის მიმდინარეობის პერიოდში უფასოდ შეეძლებათ. ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი.

ანაკლიობის საკითხზე შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა და მას გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, USAID პროექტი Zrda-ს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.






Print