რეგიონი
„საუნჯე“ საბავშვო ბაღებში მდგომარეობის შესასწავლად კვლევას ჩაატარებს (ვიდეო)
დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ ოფისში პროექტის „თანამშრომლობა ადრეული და სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია ზუგდიდისა და ფოთის საბავშვო ბაღებში კვლევებს ჩაატარებს და ადგილზე არსებულ მდგომარეობას შეისწავლის.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, კვლევის შედეგად, საბავშვო ბაღების საჭიროებები გამოვლინდება.

„გამოჩნდება, რა ღონისძიებები უნდა გაატაროს თვითმმართველობამ, რომ ბაღებში ბავშვთა უფლებები იყოს დაცული. ამასთან, ჩვენი ორგანიზაცია მთელ ამ პროცესს მონიტორინგს გაუწევს, თუ როგორ და რა ფორმით იქნება განხორციელებული ნორმატიული აქტები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ“, - აღნიშნა „საუნჯეს“ თავმჯდომარემ იაგო ფასანძემ.




მისივე თქმით, დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა, არაერთი ბაჭი დარჩეს ავტორიზაციის მიღმა. მან ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ გამოყონ რესურსები, რათა არცერთი ბავშვი სკოლამდელი განათლების მიღების გარეშე არ დარჩეს.

შეხვედრას ქალაქის მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსი ზამირა ღადუაც ესწრებოდა. მან არასამთავრობო ორგანიზაციას საკითხით დაინტერესბისთვის მადლობა გადაუხადა.

კვლევა საბავშვო ბაღებში სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტი, რომლის მიზანი ადრეული განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის განათლების მომსახურების ეფექტური მიწოდების უზრუნველყოფის მხარდაჭერაა, ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით ხორციელდება.







Print