რეგიონი
საია-მ მოქალაქეებს ბავშვთა უფლებები გააცნო (ვიდეო)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებმა ქალაქის მთავარ ხეივანში ბავშვთა საერთაშორისო დღესთან

დაკავშირებით აქცია გამართეს. მათ თან ტრანსფარანტები ჰქონდათ წარწერებით: „არცერთმა ბავშვმა არ უნდა განიცადოს წამება ან სხვა სატკივარი არა ადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა ან დასჯა“, „ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება“, „ყველა ბავშვი, ვისაც არ შესრულებია 18 წელი, ითვლება ბავშვად“. საიას საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა კი, ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს.

 






ორგანიზაციის იურისტის ინეზა შენგელიას თქმით, აქციის მიზანია მშობლების ინფორმირებულობა ბავშვთა უფლებებისა და მათი მდგომარეობის შესახებ.

“სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბავშვთა უფლებების, მათი გადარჩენასა და ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოს. არ უნდა ხდებოდეს მათ მიმათ ძალადობა მშობლების მხრიდან“ , - თქვა შენგელიამ.



ცნობისთვის, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ყოველი წლის 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 1950 წლიდან აღინიშნება.




 

Print