რეგიონი
დევნილები ბავშვთა დაცვის დღეს საბავშვო ბაღს ითხოვენ (ვიდეო)
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა ახალ დასახლებაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ღონისძიებაზე დევნილი ბავშვები ანიმატორებმა და ჯამბაზებმა გაართეს.მათი მონაწილეობით ცეკვები და სიმღერები შესრულდა.

,,თუნდაც ერთი დღე რომ გაერთონ ჩვენი ბავშვები, ეს მათთვის ბევრს ნიშნავს. ვისურვებდი მომავალში ეს დღე მათთვის აფხაზეთში მიმელოცოს’’,- აღნიშნა ორგანიზაცია „ერთსულოვნების“ წარმომადგენლმა კახა ჯინჯოლიამ.



ღონისძიება დევნილთა დასახლებაში

ამასთან, აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთ მიზანს დევნილთა ახალ დასახლებაში მცხოვრები ბავშვებისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მოთხოვნა წარმოადგენდა. შეხვედრა სათემო ორგანიზაცია ,,ერთსულოვნების’’ ორგანიზებით ჩატარდა.








ცნობისთვის, აღნიშნულ დასახლებაში დარეგისტრირებულია 98 ბავშვი, რომელსაც სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა არა აქვთ.


Print