სპორტი
კონფლიქტის ზონასთან მცხოვრები ბავშვების შეხვედრა რაგბიში ახალი ზელანდიის ნაკრებთან (ვიდეო)
დღეს ქუთაისში ,,ტორპედოს’’ სტადიონზე რაგბიში ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა ნაკრები ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მცხოვრებ ბავშვებს შეხვდა.მორაგბეებმა კონფლიქტის ზონასთან მცხოვრები სპორტსმენებისთვის მასტერკლასები გამართეს.


ქართველი მორაგბეები ახალი ზელანდიელებისგან რჩევებს იღებენ

სამეგრელოდან ჩასულმა ბავშვებმა ახალი ზელანდიის ნაკრებს სიმბოლური საჩუქარი გადასცეს და სპეციალურად მათთვის სიმღერა შეასრულეს.

სტუმრებმა კი მათთვის საკუთარი ეროვნული სიმღერა იმღერეს.


ახალი ზელანდიის ნაკრები ქუთაისის ,,ტორპედოს'' სტადიონზე ვარჯიშობს

სამეგრელოდან ჩასულმა ბავშვებმა მორაგბეებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
Print