რეგიონი
ჟურნალისტების მოულოდნელი პროტესტი კომიტეტის სხდომაზე (ვიდეო)
საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცება და ბაქოში გადაყვანა გააპროტესტეს. სხდომის მიმდინარეობისას დარბაზში მყოფმა ჟურნალისტებმა მოულოდნელად თავზე პოლიეთილენის პარკები წამოიცვეს. მათ ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით „არ შეგრჩებათ“, „სოკარ-თველო“ და ფოტოები მუხთარლის გამოსახულებით „თავისუფლება მუხთარლის“.

პროტესტი ათი წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც ჟურნალიტებმა სხდომა დატოვეს.

წყარო: Netgazet.ge

ამავე თემაზე:

სოლიდარობის აქცია აფთან მუხთარლის მხარდასაჭერად
Print