რეგიონი
აფხაზეთში „პირველი მოწვევის“ დეპუტატებისთვის პერსონალური პენსიის დანიშვნას ითხოვენ
"პირველი მოწვევის პარლამენტის დეპუტატებისთვის 50 ათასი რუბლის ოდენობით პერსონალური პენსიის დანიშვნის შესახებ თხოვნით საზოგადოებრივი პალატის საბჭომ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზინდეტს მიმართა", -წერს „აფსნიპრესი“. 

მიმართვაში ნათქვამია, რომ პირველი მოწვევის პარლამენტის (1991-1996) განსაკუთრებული როლისა და სტატუსის, ასევე იმ პირობების გათვალისწინებით, რომლებშიც საკანონმდებლო ორგანოს დიპლომატთა კორპუსს უწევდა მუშაობა, „როგორც ომის, ასევე ომის შემდგომი ბლოკადისას, როდესაც დეპუტატები ყოველგვარ აუცილებელს იყვნენ მოკლებული“, საზოგადოებრივი პალატა მიმართავს რაულ ხაჯიმბას მოიძიოს სახსრები, რათა პერსონალური პენსიები დაენიშნოს პარლამენტის შემდეგ წევრებს:

ნათელა აკაბა, ვლადიმერ აშხაცავა, ვალერია ბგანბა, სერგეი შამბა, ალექსანდრ ანქვაბი, ემა ავიძბა, ალეკო გვარამია, ოლეგ დამენია, სოკრატ ჯინჯოლია, კლიმენტი ჯინჯოლია, ვლადიმერ ზანთარია, ვალერი კვარჩია, სტანისლავ ლაკობა, ლეონიდ ლაკერბაია, გენადი ლომია, დავიდ ფილია, საიდ ტარკილი, ალბერტ ტოპოლიანი. 

საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, 18 ექს-დეპუტატის პერსონალური პენსიის გასაცემად 900 ათასი რუბლი დაიხარჯება.

Print