რეგიონი
მესტიაში ჰესების მშენებლობა იწყება
დღეს მესტიაში „მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობის დაწყების ოფიციალურცერემონიას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაესწრო. მისი განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს რეგიონების განვითარებას და მოსახლეობის დასაქმებასა და დეცენტრალიზაციას. ამ კასკადის მშენებლობის ფონზე განვითარდება არა მარტო მიმდებარე ტერიტორია და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ უზრუნველყოფილი იქნება მეტე უსაფრთხოება, დამონტაჟდება შესაბამისი აპარატურა, მოეწყობა მდინარის ნაპირსამაგრები, ჩატარდება მეწყერის პრევენციის შესაბამისი სამუშაოები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.




ფოტო: გუბერნატორის პრესსამსახური

გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, ჰიდროელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ი იქნება, ხოლო პროექტის საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ აშშ დოლარია. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
„მესტიაში, ჰესების მშენებლობა შეადგენს საქართველოში „ბიჯეო“ ჯგუფის განახლებადი ენერგიის პლათფორმის ნაწილს. „ბიჯეო ჯგუფის“ გეგმის მიხედვით, ხსენებული პლათფორმა მოიცვას ჯამში 100 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის მქონე საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურებს და 20-20 მგვტ სიმძლავრის მქონე ქარისა და მზის ელექტოსადგურებს“, - განმარტა „ბიჯეო ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

ჰესებს სს „სვანეთი ჰიდრო“ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ააშენებს. „მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში შესვლა 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი, რის შემდეგაც ენერგოსისტემას 175 მლნ კვტ/სთ შეემატება.

სს“ სვანეთი ჰიდროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი სს“ საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიაა“, რომელიც, თავის მხრივ, საინვესტიციო ჯგუფი "ბიჯეო“-ს შვილობილია.




ფოტო: გუბერნატორის პრესსამსახური

ცერემონიას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“-ს გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძეც დაესწრნენ.


Print