რეგიონი
სიძულვილის ენა საჯარო მოხელის პოსტებში

ზუგდიდის გამგეობის ააიპ „ფეხბურთისა და ახალგაზრდობის ცენტრის“ დირექტორი სოციალურ ქსელში აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებით

სტატუსებს აქვეყნებს. მის პოსტებს „ფეისბუქზე“ მომხმარებლების აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელის მხრიდან მსგავსი განცხადებები მიუღებელია.

 




თავად ფარცვანია ამბობს, რომ პოსტებში შეურაცხმყოფელ ნიშნებს ვერ ხედავს.

„მე ჩემი აზრი გამაჩნია. ჩვეულებრივი პოსტებია“, - უთხრა რადიო „ათინათს“ საჯარო მოხელემ. 




ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაქოშია გადაყვანილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო. საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცება და ბაქოში გადაყვანა გააპროტესტეს. სხდომის მიმდინარეობისას დარბაზში მყოფმა ჟურნალისტებმა მოულოდნელად თავზე პოლიეთილენის პარკები წამოიცვეს. ამავე ფორმით გამოხატეს პროტესტი ჟურნალისტებმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში".


ამავე თემაზე:

სოლიდარობის აქცია აფთან მუხთარლის მხარდასაჭერად 

ჟურნალისტების მოულოდნელი პროტესტი კომიტეტის სხდომაზე (ვიდეო)

 

Print