რეგიონი
წალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დროებით გაიხსნა
სოფელ საჩინოს მოსახლეობამ, რომელსაც ზუგდიდი - წალენჯიხის ცენტრალური საავტომობილო გზა ჰქონდა გადაკეტილი, გუბერნატორის წარმომადგენლის მისვლამდე გზა დროებით გახსნა.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ შესაბამისი სამსახურებიდან მათთვის მისაღებ პირობას ვერ მიიღებენ, ზუგდიდი-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.

ადგილზე რჩებიან როგორც აქციის მონაწილეები ასევე სამართალდამცავები.



ცნობისთვის, საჩინოს მოსახლეობას ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა დილიდან ჰქონდა გადაკეტილი.ისინი სოფლის 7 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის შეკეთებას ითხოვენ. ადგილობრივ თვითმმართველობაში კი აცხადებენ, რომ სოფლის გზის რეაბილიტაცია წლევანდელი ბიუჯეტიდან ვერ დაფინანსდება.


ამავე თემაზე: სოფელ საჩინოს მოსახლეობამ ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა
Print