ახალი ამბები
ნაწულუკუში საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა (ვიდეო)
ძლიერმა წვიმამ სოფელ ნაწულუკუში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო დატბორა. ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი წვიმის დროს მსგავსი შემთხვევები ხშირია. ისინი დახმარებას ზუგდიდის გამგეობას სთხოვენ.



„ნიაღვარივით შემოდიოდა წყალი. შემეშინდა, სახლიც არ შემოვარდნილიყო. ვითხოვთ შველას, მოაწესრიგონ ეს სისტემა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ადგილობრივმა ნინო ხასიამ.



ცნობისთვის, ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში ძლიერმა წვიმამ სხვადასხვა პრობლემა შექმნა.

ამავე თემაზე:

წალენჯიხის სოფელ ობუჯში ადიდებულმა მდინარემ გაბიონი წაიღო

სტიქიამ ჩხოროწყუში სახლები და სახნავ-სათესი მიწები დატბორა

ზუგდიდში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა (ვიდეო)

Print