ახალი ამბები
ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულზე სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ევროკავშირი უარყოფითად აფასებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში წარმომადგენლობა ფაქტს მართლმსაჯულების აღსულებისთვის თვის ხელის შემშლელად აფასებს.

"გადაწყვეტილება უგულებელჰყოფს იმ ინტენსიურ შრომას, რომელიც სრული ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ითვალისწინებდა, ასევე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე საგამოძიებო მასალების გადაცემას. მძიმე დანაშაულის ჩამდენთა დაუსჯელობა უარყოფით გავლენას ახდენს უსაფრთხოების განცდაზე ადგილებზე. უნდა გაგრძელდეს მუშაობა ამ და სხვა საქმეებზე, რომლებიც უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული," - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.




ცნობისთვის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული აფხაზი ე.წ მესაზღვრის რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ შეწყვიტა. ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს გალის შერეული შეხვედრის დასრულების შემდეგ ენგურის ცენტრალურ ხიდზე განუცხადა. იგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ამავე თემაზე:

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო ოთხოზორიას მკვლელზე სამართლებრივი დევნის განახლებას ითხოვს 

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ რაშიდ კანჯიოღლიზე სისხლის სამართლის დევნა შეწყვიტა (ვიდეო)

Print