ახალი ამბები
ადიდებულმა მდინარე რიონმა ხობში სახნავ-სათესი სავარგულები დატბორა

ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებული პრობლემები შექმნა. გამგებლის გოჩა ქაჯაიას ინფორმაციით, ადიდებულია მდინარე რიონი,

რომელმაც სახნავ-სათესი სავარგულები და საძოვრები დატბორა. გარდა ამისა, მთლიანად წაღებულია ე.წ. ბონდის საცალფეხო ხიდი, სხვა რამდენიმე ხიდს კი წყალმა ბურჯები გამოაცალა. მისივე თქმით, ძლიერმა წვიმამ ე.წ. მაღალ ზონაში მოხრეშილი შიდა გზები ჩამორეც

 


წვიმამ პრობლემები შექმნა ქალაქშიც. ტერენტი გრანელის ქუჩაზე წყალი საცხოვრებელ სახლებში შევიდა.

„ძირითადი პრობლემებია მაღალ ზონაში. როგორც ასეთი, წყალი იკლებს და საგანგაშო მდგომარეობა არ არის. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. სპეციალური კომისია გასულია და ითვლის ზარალს. რაც შეეხება ელექტროენერგიას, არის გამორთვები, თუმცა, ჯგუფები გადიან ადგილებზე და მუშაობენ.


ძლიერმა წვიმამ ხობის მუნიციპალიტეტი ორი დღის წინ მოსული უხვი ნალექის დროსაც დააზიანა.

ამავე თემაზე:

ხობის წყლის ადიდებამ ე.წ. ბონდის ხიდი ისევ დააზიანა

გატაცებული სატვირთო, დატბორილი გზები და კარ-მიდამოები - სტიქია ხობში

Print