ახალი ამბები
გუბერნატორი: სამეგრელოში სტიქიის შედეგად ვითარება საგანგაშოა (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც გუბერნატორსა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობა გააცნეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტების გამგებლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ამ დროისთვის ყველაზე რთული მდგომარეობა სოფელ ტყაიაშია, სადაც მდინარე ენგურის კალაპოტიდან გარღვევის საშიშროება არსებობს. აქვე აღინიშნა, რომ რთული ვითარებაა სენაკის მუნიციპალიტეტში, სადაც მდინარემ გაბიონი დაშალა.



ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის ცნობით, უხვმა ნალექმა განსაკუთრებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დააზარალა. 

რაც შეეხება ინფორმაციას ზარალის შესახებ, გუბერნატორის თქმით, კონკრეტული დეტალები ხვალ დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.

ამ წუთებში ლევან შონია და კახა გულედანი სტიქიის ზონაში მდინარე ენგურის სანაპიროზე იმყოფებიან.

Print