რეგიონი
ცაიშში მგელი მოკლეს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში მონადირეთა ჯგუფმა მგელი მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მტაცებელმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ათეულობით შინაური პირუტყვი დაგლიჯა. მონადირეთა ჯგუფი სოფლის მცხოვრებლების მოთხოვნის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოყო.

,,ვშიშობთ, რომ ჩვენთან და მიმდებარე სოფლებშიც მგელი საკმაოდ გამრავლდა. ვითხოვთ, რომ შესაბამისი ღონისძიებები კიდევ გატარდეს", - თქვა ადგილობრივმა გოგი ჩიჩიხიამ.

გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ სოფელში მონადირეთა ჯგუფი საჭიროების მიხედვით დარჩება.


Print