რეგიონი
აბაშაში დამატებით სამი სოფლის გაზიფიცირება იგეგმება
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ნორიოში, სეფიეთსა და ძველ აბაშაში გაზიფიცირების პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოების დასრულდების შემდეგ, ბუნებრივი აირით, დამატებით 1 257 აბონენტი ისარგებლებს. სამუშაოები 2017 წლის სექტემბერში დასრულდება.

ცნობისთვის, გაზიფიცირება აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში (პირველი მაისი, გაუწყინარი, თხმელარი, მარანი, მარანჭალი და გუგუნაყათი) 2015 წელს დაიწყო. 2016-2017 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით სულ 14 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდა.
Print