პოლიტიკა
ჟენევაში რაშიდ კანჯი-ოღლის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის აუცილებლობაზე ისაუბრეს
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდზე განსაკუთრებული ყურადღება გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის აუცილებლობაზე გამახვილდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა და აშშ-ის წარმომადგენლებმა გამოხატეს.

„ჟენევის მოლაპარაკებებისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ქართველი მონაწილეების კონსტრუქციული თანამშრომლობის პასუხად, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უპასუხისმგებლო პოზიცია რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ კიდევ უფრო აძლიერებს დაუსჯელობის სინდრომს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და ახალისებს ძალადობას ეთნიკურ საფუძველზე“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, ორივე სამუშაო ჯგუფში ქართველმა მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მდგომარეობა.

ცნობისთვის, ცნობისთვის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული აფხაზი ე.წ მესაზღვრის რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ შეწყვიტა. ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს გალის შერეული შეხვედრის დასრულების შემდეგ ენგურის ცენტრალურ ხიდზე განუცხადა. იგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.


ამავე თემაზე:

ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული მხარე რაშიდ კანჯი-ოღლის დაპატიმრებას მოითხოვს

ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულზე სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ევროკავშირი უარყოფითად აფასებს 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო ოთხოზორიას მკვლელზე სამართლებრივი დევნის განახლებას ითხოვს 

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ რაშიდ კანჯიოღლიზე სისხლის სამართლის დევნა შეწყვიტა (ვიდეო)


Print