ახალი ამბები
ზდუ-ს ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები განსახლებას ითხოვენ (ვიდეო)
ე.წ. ფაიფურის დასახლებაში, ზდუ-ს ყოფილ შენობაში მცხოვრები 30 დევნილი ოჯახი განსახლებასა და ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს. მათი განცხადებით, ყოველი წვიმის შემდეგ მათ საცხოვრებელი ფართებს აწვიმს, რის შემდეგაც, ოთახები  და არსებული ინვენტარი ზიანდება. მათივე ინფორმაციით, არსებული ვითარების გამო რამდენიმე ოჯახმა საცხოვრებელი დატოვა.


დევნილების მთავარი მოთხოვნა განსახლებაა. ისინი ამბობენ, რომ დევნილთა სამმართველოს არაერთხელ მიმართეს, თუმცა შედეგოდ.

„მანუჩარ ჩილაჩავას ვესაუბრეთ, დაგვპირდა, რომ მოვიდოდა. ნახევარ საათში დავურეკეთ და თბილისში წავედიო. წყალიც არ გვაქვს, 200 ლარია გადასახდელიო და გამოგვირთეს. როცა წვიმს, ელექტროსადენებსაც აწვიმს და ითიშება, საშიშია. ვითხოვთ, რომ გაგვიყვანონ აქედან და მოგვცენ ნორმალურ პირობებსი ცხოვრების საშუალება“, - თქვა ერთ-ერთმა დევნილმა ეკა ჯიჯავამ.



დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელს მანუჩარ ჩილაჩავას ტელეფონი გამორთული აქვს. სამმართველოში მისულ ჟურნალისტებს კი, მიუხედავად სამუშაო დროისა, ადგილზე მხოლოდ დაცვის თანამშრომელი და ოპერატორები დახვდათ.

ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ყოფილი შენობა ამჟამად კერძო პირის მამუკა წიფურიას საკუთრებაშია.

Print