რუსი სამხედროები, აფხაზეთში მდინარე ენგურზე ადმინისტრაციული საზღვრის გასამაგრებელ საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებენ. აღნიშნული სამუშაოები გალის რაიონის სოფელ ნაბაკევსა და ოტობაიაში მიმიდინარეობს.
რუსი მესაზღვრეების სიტყვებით 2009 წელს დაწყებული ყველა სამუშაოს დასრულება 2013 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
გავრცელებული ინფორმაციით, საინჟინრო ნაგებობის გადალახვა არც ისე ადვილი იქნება: სპეციალიზირებული ტექნიკის საშუალებით მიწაყრილები გამაგრდება, ადმინისტრაციული ხაზის მთელ პერიმეტრზე მრავალკილომეტრიანი დაბრკოლების ზოლი გაიშლება, თხრილის სიგანე 3-დან 5 მეტრს აღწევს.
რუსი სამხედროები აღნიშნავენ, რომ თაგილონში, ნაბაკევსა და ოტობაიაში სამი საფეხმავლო გამშვები პუნქტია გახსნლი - " ვისაც სურს, საზღვრის კანონის დაურღვევლად გადალახვა, ამის გაკეთება ოფიციალური გამშვები პუნქტების გავლით შეუძლია".
info/abkhazia
მასალის გამოყენების პირობები