რეგიონი
PIN-მა ზუგდიდში DCFTA-სთან დაკავშირებული პროექტის პრეზენტაცია გამართა (ვიდეო)

ჩეხურმა ორგანიზაციამ "ადამიანი გაჭირვებაში" (PIN) ზუგდიდში ახალი პროექტის

- "სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკის განვითარების ვექტორები" პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას მეწარმეები და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. აღნიშნული პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესებზე სახელმწიფო პოლიტიკის დანერგვის პარალელურად, პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებას.

აღნიშნული შედეგების მისაღწევად, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის, ტრენინგები, "DCFTA საინფორმაციო და რესურს ცენტრის" შექმნა, DCFTA-ს კონტექსტში საექსპორტო პოტენციალის მქონე ადგილობრივი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და გავრცელება და სხვ.

პროექტის პარტნიორები არიან სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMH კვლევითი ცენტრი და ასოციაცია "ათინათი." პროექტი მოიცავს საქართველოს შვიდ რეგიონს (იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა და ქვემო ქართლი).

 

Print