ახალი ამბები
სამეგრელოში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა
წალენჯიხის, ხობისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.



ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

უწყების ინფორმაციით, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა 3 ცალი ე.წ. ეკრანბადე და 2 ცალი, დაახლოებით, 50 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს.

შესაბამისი აქტების შედგენის შემდეგ კი. მასალები შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.


Print