ახალი ამბები
სამეგრელოში 70 დევნილს გრანტი გადასცეს
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მცირე მეწარმეობის დასაწყებად და განსავითარებლად სამეგრელოს რეგიონში გრანტი 70 დევნილს გადასცა.

ერთ-ერთი მათგანი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთას მკვიდრი ბესიკ ხუნწარიაა, რომელმაც გრანტის საშუალებით, დაფნის გადამამუშავებელი საწარმო აამუშავა და 10 ადგილობრივი დაასაქმა. პარალელურად კი მაღაზია და თონე გახსნა.

აღნიშნული საწარმო ლტოლვითა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამეგრელ-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან სონიამ დაათვალიერეს.



ფოტო: სამხარეო ადმინისტრაცია

საგრანტო პროგრამა ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 810,006 აშშ დოლარს შეადგენს. პროგრამის მიზანი დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობაა. პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით უკვე 475 დევნილი დაფინანსდა.

Print